
იურული კირქვა
თბილი ფერები, ამონიტების ნამარხები, შეუდარებელი გამძლეობა
იურული კირქვის შესახებ
მიმზიდველი თბილი ფერების მქონე იურული კირქვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბუნებრივი ქვაა. ფერებისა და ფაქტურების ფართო პალიტრა და მრავალგვარი, ადვილად მოსავლელი ზედაპირი მას მართლაც უნიკალურს ხდის.
თბილი ფერები ღია კრემისფერიდან მონაცრისფრო-ლურჯამდე და უძველესი ამონიტების გამორჩეული ნამარხები თითოეულ პროექტს განუმეორებელს ხდის.
იურული ქვის გამძლეობა საშუალებას იძლევა, ის იატაკად ყველაზე დატვირთულ ადგილებშიც — სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტებში — გამოვიყენოთ. ქვის სიმტკიცე და სიმკვრივე სარკისებრ გაპრიალებასაც შესაძლებელს ხდის.
ფერთა ვარიანტები
